FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები.
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
    ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ა -1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა-2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა -3) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); ა -4) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); ა -5) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი;
სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

ა-6) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარი;
    ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
    გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
    დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
    ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
    ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
    ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;
    თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – 50 ლარი;
სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

თ​-1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თ -2) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097);
    ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – 100 ლარი;
    კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;
    ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
    მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;
    ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
    ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი;
    პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი;
    ჟ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას, − 300 ლარი.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
    ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
    ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში: ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
    გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში: გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს; გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
    ა) კონსტიტუციურ სარჩელზე − 10 ლარი; 5. (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 ); 6. (ამოღებულია - 15.05.2024, №4160); 7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის − 50 ლარი. 7 -1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − 20 აშშ დოლარი.
73. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) − 40 ლარი.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია. 9.  (ამოღებულია - 15.05.2024, №4160);
სახელმწიფო ბაჟის შესახებ

article  4

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.