FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ჩეკის შესახებ

article  33

შეტყობინება ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ.
1. ჩეკის მფლობელი ვალდებულია ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ შეატყობინოს თავის ინდოსანტსა და ჩეკის გამცემს პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელების დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში‚ ან შენიშვნის „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” არსებობის შემთხვევაში – ჩეკის წარდგენის მომდევნო დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში. ყოველი ინდოსანტი შეტყობინების მიღებისას მოვალეა ორი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ეს თავის ინდოსანტს‚ მათი დასახელების (გვარის) და მისამართის ჩვენებით‚ ვისაც ასეთი შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს გრძელდება ჩეკის გამცემის შეტყობინებამდე. ზემოაღნიშნული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების პირველი დღიდან.
2. ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით ჩეკის გაცემისათვის შეტყობინებისას ამავე ვადაში უნდა ეცნობოს ეს მის თავდებსაც.
3. თუ ინდოსანტს არა აქვს მითითებული თავისი მისამართი ან ჩანაწერი გაურკვეველია‚ საკმარისია ეცნობოს მის წინა ხელმომწერ ინდოსანტს.
4. შეტყობინება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის‚ მათ შორის ჩეკის უბრალო დაბრუნების გზითაც. შეტყობინების გამგზავნი ვალდებულია დაამტკიცოს‚ რომ მან შეტყობინება გაგზავნა დადგენილ ვადაში. ითვლება‚ რომ ვადა არ არის დარღვეული‚ თუ შეტყობინება ჩაბარდა დადგენილ ვადაში საფოსტო განყოფილებას.
ჩეკის შესახებ

article  33

5. პირი‚ რომელმაც შეტყობინება დადგენილ ვადაში ვერ გაგზავნა‚ არ კარგავს თავის უფლებებს. იგი პასუხისმგებელია თავისი დაუდევრობით მიყენებული ზარალისათვის‚ მაგრამ მხოლოდ ჩეკზე აღნიშნული თანხის ფარგლებში.