FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  36

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება.
1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი.
11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მის ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და მათთვის ზიანის მიყენებისას გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებას (გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღებას) ახორციელებს აღნიშნული მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესით“ განსაზღვრულ შემთხვევებში, გარეული ცხოველების დადგენილი სახეობების მიმართ, კვოტების (სახეობების მიხედვით გარემოდან ამოსაღებ გარეულ ცხოველთა რაოდენობის) ფარგლებში. „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესს“ შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 1-1 პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  36

2. ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიებანი უნდა ხორციელდებოდეს ჰუმანური ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
3. აკრძალულია გარეულ ცხოველთა ცალკეული სახეობების მოპოვებაზე პრემიალური სისტემის არსებობა.
5. რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სამეცნიერო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების დასკვნები.