Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 5 კერძო პენსიის ხელშეკრულების ძირითადი პირობები. 1. კერძო პენსიის ხელშეკრულება არის წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება, ერთი მხრივ, მონაწილესა და, მეორე მხრივ, აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას შორის. 2. კერძო პენსიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ფიდუციური ვალდებულების მქონე პირის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ამ კანონის შესაბამისად. 3. კერძო პენსიის ხელშეკრულება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით და მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ საპენსიო სქემის ხელშეკრულების თითოეული მხარის თანხმობის საფუძველზე. 4. კერძო პენსიის ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს შეთანხმებული საპენსიო სქემა, საინვესტიციო მიდგომა, საინვესტიციო არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე საპენსიო შენატანების ოდენობა და სიხშირე, საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე საპენსიო სქემის ფინანსური შედეგების ასახვის პირობები და პენსიის გატანის ფორმა და წესი. კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებით პირობებსა და მოთხოვნებს ადგენს სამსახური. 5. კერძო პენსიის ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს შესაბამისი საპენსიო სქემის წესები. |