FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ინვესტორი − პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს;
    ბ) ოლიმპიური სოფელი − ოლიმპიადის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოწყობილი ტერიტორია;
    გ) ხელშეკრულება − საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
    დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო, რომელიც ინვესტორის დაკვეთით , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტ ერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის, სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას;
    ე) მშენებლობის დაწყების თარიღი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი.