FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2891

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა.
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.
2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების ჩამორთმევით.
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან/და საბაზრო ქსელში განთავსება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.