Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 328 1. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ჯილდოს ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ან არბიტრაჟი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვემოთ წარმოდგენილი თანამიმდევრობის მიუხედავად: ა) გადამრჩენის მიერ მიღწეული წარმატების ხარისხი; ბ) გადარჩენილი გემისა და სხვა ქონების ღირებულება; გ) საფრთხე, რომელიც განიცადა გადარჩენილმა გემმა, მისმა ეკიპაჟმა, მგზავრებმა და ტვირთმა; დ) გემის, ადამიანებისა და სხვა ქონების გადასარჩენად გადამრჩენთა ძალისხმევა და ოსტატობა; ე) გადამრჩენის მიერ დახარჯული დრო, გაწეული ხარჯი და დანაკარგები; ვ) გადამრჩენის შესაძლო პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ; ზ) პასუხისმგებლობის რისკი და სხვა რისკი, რომლებიც განიცადეს გადამრჩენებმა და მათმა ქონებამ; თ) გადამრჩენთა ქონების ღირებულება, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა; ი) მაშველი გემის სპეციალური დანიშნულება; კ) გადამრჩენთა ძალისხმევა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებად ან მინიმუმამდე შესამცირებლად. 2. დადგენილი ჯილდოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ყველა ინტერესით (გემის ან სხვა გადარჩენილი ქონების) გადარჩენილი ღირებულების პროპორციულად. |