Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 56 3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით განახლებულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 56 4. საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების ან ახალი წევრის გაწევრების ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. 5. პარლამენტის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე. 6. საპარლამენტო უმრავლესობის ან საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას, თუ იგი აღარ შედის, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 56 საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია. 1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერებით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა დაუშვებელია. 2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებიც აქვს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. |