Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 240 საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში. 1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე. 2. საქმის არსებითი განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო მხარეებს ჰკითხავს გამოცხადებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე. ამ წესით დაკითხულ მოწმეს მხარის შუამდგომლობით გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017წ. |