FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  15

. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათა აკრძალვა.
1. გარდა სასწავლო , სამეცნიერო - კვლევით , საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობ აში გამოყენებისა , საქართველოში აკრძალულია :
    ა ) I სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ბრუნვა ;
    ბ ) I და II სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შექმნა ;
    გ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება - გადამუშავება .
2. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა ), აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.
3. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების :
    ა ) შემოტანა მიწერითი საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით ;
    ბ ) გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მიწერითი საბაჟო საწყობი / საბაჟო ტერმინალი ;
    გ ) ტრანზიტი ;
    დ ) რეექსპორტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ;
    ე ) წარმოება ;
    ვ ) გადაგზავნა .
4. აკრძალულია აგრეთვე :
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  15

ა ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია , რომელსაც არა აქვს ჩატარებული სერიული კონტროლი (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სერიულ კონტროლს უზრუნველყოფს იმპორტიორი );
    ბ ) პირის მიერ ინტერნეტაფთიაქის მეშვეობით სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა შეძენა ან / და რეალიზაცია ;
    გ ) II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ;
    დ ) ფარმაცევტული სუბსტანციის ფიზიკურ პირზე გაცემა - რეალიზაცია ;
    ე ) ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის, ნარკომანიით დაავადებული პირის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მომხმარებლის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა ;
    ვ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა , მოყვანა და კულტივირება .