FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1148

გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა.
1. საზღვაო უშიშროების წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გემის კაპიტნის ან/და გემთმფლობელის დაჯარიმებას − თითოეულისა 5 000 ლარის ოდენობით.
2. გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავის ან ორთქლის ქვაბის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირის ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის/მილის შიდა კედელზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისგან გასაწმენდი (გასასუფთავებელი) აღჭურვილობით − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1148

3. გემის კაპიტნის მიერ სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზების წესის დარღვევა, რის შედეგადაც ამ ან სხვა გემს შეეზღუდა ნაოსნობისთვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად ნავსადგურში უსაფრთხოდ შესვლა ან ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა, ამწის, ისრის, ტრაპის, კანჯოს ან/და სხვა მოწყობილობის ნავმისადგომთან მდგომი გემის ბორტის მიღმა განთავსების დაშვება, დღე-ღამის ბნელ დროს გემის სათანადო განათების გარეშე ნავსადგურში შეყვანა ან ნავსადგურიდან გაყვანა, დღე-ღამის ბნელ დროს სატვირთო ოპერაციის სათანადო განათების გარეშე განხორციელება ან/და გემის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის შესახებ სათანადო მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. გემის მიერ ნავსადგურში შემსვლელი ან ნავსადგურიდან გამსვლელი სხვა გემისთვის სვლაგეზის (კურსის) ჩახერგვა, მისი ქიმის წინ სვლაგეზის (კურსის) გადაკვეთა ან/და მისთვის თავისუფალ გადაადგილებაში ხელის შეშლა ან დაგეგმილი მანევრირების სხვაგვარად შეზღუდვა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1148

6. გემში თხევადი საწვავის ჩასხმა, თუ საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) გემის ან/და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემის მიმართ საწვავის ჩასხმისთვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები არ ჩატარებულა, რომელიმე შესაბამისი სტაციონარული ხანძარსაქრობი სისტემა გაუმართავია ან/და გემზე შედუღებასთან ან გემბანზე ლითონის ციცქნასთან/გაშალაშინებასთან (Chipping) დაკავშირებული სამუშაო მიმდინარეობს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.