Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 36 კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის წესი. 1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. 2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 36 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს. აღნიშნულ ფაქტს კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 6. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც. |