FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  18

ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა.
1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
    ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით ასეთი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად; ბ) მან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
    გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში.