Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 6 მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი. 1. საქართველოში მოქმედებს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით; გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი. 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქმნება კანონით და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის წესები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში. |