FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტურიზმის შესახებ

article  28

გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა.
1. დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ყველა გადასახადთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი იღებენ ტურისტისგან, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ნაწილია, მათი გადახდისუუნარობის გამო ვერ ხორციელდება.
2. თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ტურისტების გადაყვანისთვის პასუხისმგებელი პირები არიან, ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს ტურისტის რეპატრიაციას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება. 4.  მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას, და მოვაჭრე, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, ვალდებული არიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ტურისტს ნათლად და გასაგებად განუმარტონ, რომ:
    ა) იგი ვერ ისარგებლებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით, და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი;
ტურიზმის შესახებ

article  28

ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით.
5. ტურისტს სტანდარტული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.
6. თუ ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნებს დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ შეასრულებს, დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებაზე გავრცელდება ამ კანონის მე-18 და 21-ე−25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
7. თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულების დადებით იქმნება დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს შეატყობინოს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახებ.