Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 38 დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება. 1. დროებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ, დროებითი ადმინისტრატორის დასკვნით, მიზანი − მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება − ვერ მიიღწევა. 2. დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიკრობანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის ნებისმიერ მომენტში განახორციელოს მიკრობანკში არსებული ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების ფულადი სახსრების მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიკრობანკი მიიღებს მათი სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ზომებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. |