Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 6 პირადი საპენსიო ანგარიში. 1. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არეგისტრირებს საპენსიო სქემას, თითოეულ მონაწილეს შესაბამის საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე უქმნის პირად საპენსიო ანგარიშს, რომელზედაც განცალკევებულად ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს. 2. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია თითოეული მონაწილისთვის უზრუნველყოფს პირად საპენსიო ანგარიშზე დისტანციურ ელექტრონულ წვდომას და პირად საპენსიო ანგარიშზე ასახული თითოეული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 3. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა გადანაწილდეს ინდივიდუალურად და უნდა აღირიცხოს პირად საპენსიო ანგარიშზე. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო გონივრული და გამჭვირვალე უნდა იყოს. სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და საპენსიო კომპანიას მოსთხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელებისა და საკომისიოების გონივრულობის დასაბუთება. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 6 4. თუ ჯგუფური საპენსიო სქემა ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საპენსიო შენატანებს, ასეთი ჯგუფური საპენსიო სქემის პირად საპენსიო ანგარიშებზე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის საპენსიო შენატანები, დასაქმებულის საპენსიო შენატანები და შესაბამისი გადასახდელები და საკომისიოები. |