Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 35 ანაზღაურების პოლიტიკა. 1. საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან საკუთარი საქმიანობების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრონ ანაზღაურების პოლიტიკა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ საპენსიო სქემებს, ასრულებენ საკვანძო ფუნქციებს და რომელთა საქმიანობები არსებით ზეგავლენას ახდენს საპენსიო სქემის რისკის პროფილზე. აღნიშნული ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ყოველწლიურად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ დაცულ იქნეს საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები და საპენსიო სქემების მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს საპენსიო კომპანიის, მზღვეველისა და აქტივების მმართველი კომპანიის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს საპენსიო სქემების მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიან საუკეთესო ინტერესებს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 35 დ) საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან განსაზღვრონ ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და სულ მცირე სამ წელიწადში ერთხელ განაახლონ, აგრეთვე პასუხისმგებელი იყვნენ მისი განხორციელებისთვის; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად. |