Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 48 სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 48 მუხლი 48-1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული ის საგადახდო ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში. 5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები. 6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით. |