Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 სამინისტრო. 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას. 2. ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში; დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ პუნქტში ითხოვს; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას; ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად არ მიენიჭა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 ი) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლის საქმეზე მიღებული ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ; კ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიკაციაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 ლ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უგზავნის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სიებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით. სამინისტრო ამ სააგენტოს ასევე აწვდის თავშესაფრის მაძიებლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების მიზნით; მ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისას თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; ნ) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ო) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 67 პ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ჟ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტები. |