Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 1413 სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება. 1. ამ კანონის 14-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა. 2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება. 3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა. |