Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 280 სასამართლოს უფლება შეაჩეროს საქმის წარმოება. სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ: ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად; ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში; გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით; დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. |