Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 4 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრინციპები. 1. საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. 3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, ბავშვებისთვის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების) შესაბამისად. |