FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

სამსახურის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
1. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
2. სამსახურის ორგანიზება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
3. სამსახური უზრუნველყოფს:
    ა) ამ კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენას;
    ბ) ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სუბიექტისათვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებას, სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნებისა და წესების განსაზღვრას, მათ შორის, შესაბამის მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად;
    გ) აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი წესებისა და მოთხოვნების განსაზღვრას;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას;
    ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას;
    ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
    ზ) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას;
    თ) ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების, წესებისა და მეთოდოლოგიის განხილვასა და დამტკიცებას;
    ი) სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენას, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის განსაზღვრას;
    კ) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარებას;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

ლ) პროფესიული ორგანიზაციების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ ამ კანონთან და სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელებას;
    მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად;
    ნ) წარმოდგენილი ანგარიშგებების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საჯაროობას;
    ო) მოკვლევის სისტემის ჩამოყალიბებას, მოკვლევის ჩატარების წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, საკუთარი ინიციატივით ან/და წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებით მოკვლევის ინიციირებას;
    პ) სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას და გამოვლენას;
    ჟ) აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე მეთოდური მითითებების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

რ) ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისათვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით.
7. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება საჯარო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნები.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

8. სამსახურის უფროსი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი და აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი, ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;
    ბ) უნდა ჰქონდეს აუდიტის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
    გ) არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს;
    დ) სამსახურის უფროსსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
9. სამსახურის უფროსი:
    ა) ხელმძღვანელობს სამსახურს; პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის;
    ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

ბ-1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
    გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესს, აგრეთვე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს;
    დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
    ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
    ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამსახურის ვებგვერდზე;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  20

ზ) ითანხმებს პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის დასადგენ წესებს, ასრულებს სამსახურის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
10. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სამსახურის საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
11. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, წესებთან და მეთოდოლოგიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს სამსახური გამოსცემს საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის განხილვის შემდეგ.