Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ article 3 ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები. 1. სავალდებულოა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. 2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილის გარდა, რეგისტრირდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ადამიანისგან (ფიზიკური პირისგან), გვამისგან, სხვა მატერიალური საგნიდან ან შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი. 3. დასაშვებია ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია მისივე თანხმობით. ამ პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო. აღნიშნული პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადა და მისი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან წაშლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |