Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 31 სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია. 1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში. 2. პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ აქვს უფლება, იმსახუროს სამგზავრო გემზე. 3. სამგზავრო გემის კაპიტანს, ოფიცერს, რიგითს, გემზე დასაქმებულ სხვა პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო წვრთნა და იგი უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. 4. სამგზავრო გემის კაპიტანმა, ოფიცერმა, რიგითმა, გემზე დასაქმებულმა სხვა პირმა, რომელსაც მოეთხოვება სათანადო წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-7−მე-9 პუნქტების შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 31 5. სამგზავრო გემზე დასაქმებული პირი თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 6. სამგზავრო გემზე მგზავრებისთვის მომსახურების გამწევ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს წვრთნა უსაფრთხოების დაცვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 7. STCW-ის კონვენციის II, III და VII თავების შესაბამისად, სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული წვრთნა სამგზავრო გემზე ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 8. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა ადამიანთა ქცევისა და კრიზისების მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 31 9. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმისთვის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან გემის კორპუსის გახსნა-დახურვისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 10. სააგენტო გასცემს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. |