FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  81

საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
    ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;
    ბ) აქტივების მმართველმა კომპანიამ ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;
    გ) აქტივების მმართველი კომპანია აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს;
    დ) აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);
    ე) ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;
    ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
    ზ) აქტივების მმართველი კომპანია გადახდისუუნარო გახდა;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  81

თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ;
    ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.