Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 0 1. ეს კანონი აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ აღნიშნული პროცედურა ან საკითხი განსხვავებულად წესრიგდება სხვა საკანონმდებლო აქტით ან სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, მოქმედებს ეს სხვა საკანონმდებლო აქტი/საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კოოპერატივის წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ის იმპერატიულია. 3. სამეწარმეო საზოგადოების წესდებით (შემდგომ − წესდება) შეიძლება მოწესრიგდეს აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს. 4. სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. |