FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მეწარმეთა შესახებ

article  166

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ კაპიტალის გაზრდა ნებადართული კაპიტალის ფარგლებში.
1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებით. იგი 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა  წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.
2. სადამფუძნებლო შეთანხმებაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს განსათავსებელი აქციების რაოდენობა, კლასი და მინიმალური ფასი.
3. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე.