Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჩეკის შესახებ article 34 შემთხვევა‚ როდესაც პროტესტის გაფორმება არ არის აუცილებელი. 1. ჩეკის გამცემს‚ ინდოსანტს ან თავდებ პირს‚ წააწერენ რა ჩეკზე სიტყვას „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე” ან „პროტესტის გარეშე”‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას და მოაწერენ მას ხელს‚ შეუძლიათ გაათავისუფლონ ჩეკის მფლობელი პროტესტის გაფორმებისაგან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებისაგან წამოყენებულ მოთხოვნებზე მისი უფლებების დაცვით. 2. ეს ჩანაწერი არ ათავისუფლებს ჩეკის მფლობელს ჩეკის დაწესებულ ვადაში წარდგენისა და აუცილებელი შეტყობინების გაგზავნის მოვალეობისაგან. ვადების დაუცველობის მტკიცების მოვალეობა ეკისრება იმას‚ ვინც დაინტერესებულია ისარგებლოს ამ გარემოებებით ჩეკის მფლობელის მიმართ. 3. თუ შენიშვნა ჩეკის გამომწერის ჩაწერილია‚ იგი მოქმედია ყველა ხელმომწერისათვის‚ ხოლო თუ იგი შესრულებულია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ შენიშვნა სავალდებულოა მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის. თუ ჩეკის გამცემის შენიშვნის მიუხედავად‚ მფლობელი აფორმებს პროტესტს ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას‚ მასვე ეკისრება გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. თუ შენიშვნა ჩაწერილია ინდოსანტის ან თავდების მიერ‚ პროტესტის გაფორმების ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების გაფორმების ყველა ხარჯი ეკისრება ჩეკის ყველა ხელმომწერს. |