Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ article 14 სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტება. 1. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 2. სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების ხარჯები გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. სანიტარიული დაცვის ზონებისა და საკურორტო ობიექტების საძიებო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებენ ორგანიზაციები, რომლებსაც ამ სამუშაოების შესრულებაზე აქვთ შესაბამისი ლიცენზია. 4. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი საფუძვლად უნდა დაედოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებს, ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დადგენილი წესით შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების პროგრამით გათვალისწინებულ სანიტარიულ დახასიათებას. |
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ article 14 6. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები და ამ ზონებში გასატარებელ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ნუსხა. 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სანიტარიული დაცვის ზონებს ადგენენ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან შეთანხმებით, ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემას და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციას. |