Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 92 გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება. 1. ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს, შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 3. საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს აგრეთვე სააგენტომ, თუ იგი, როგორც ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არსებითად არასწორად განმარტა. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს სარჩელის მიზანი უნდა იყოს საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენა და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა და შეფასება. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 92 4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში გაასაჩივროს. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმებას. |