Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 1414 სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის: ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) ამ კანონის 14-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 1414 ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს; თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ი) ამ კანონის 14-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |