Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 122 ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან. 1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით. 2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა. |