Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ article 5 სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები. ლიცენზიის მაძიებელმა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) სააღმზრდელო პროგრამა. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; ბ) ინფორმაცია პერსონალის რაოდენობის, პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე პერსონალის ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციას უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს; დ) იმ შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა. |