FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  19

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
1. ფიზიკურ პირს (მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირს ) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად. 2. თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
3. ფიზიკური პირის (მათ შორის , საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ) მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველო ში შემოტანა , საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადატანა არ განიხილება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტად , ექსპორტად ან ტრანზიტად .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  19

4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.