Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 11412 შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა. 1. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც შეეძლო გამოეწვია გემის, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, − გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ იმ დოკუმენტის გაცემა, რომლის გაცემის უფლებამოსილებაც მას არ აქვს, − გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. |