FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  263

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის წესი. საქმის განხილვა იწყება კოლეგიური ორგანოს შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის წარდგენით. კოლეგიური ორგანოს სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებს. თუ საქმის განხილვაში მონაწილეობს პროკურორი, მოისმენენ მის დასკვნას.