FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  39

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ანდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  39

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
    ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
    ბ) (ამოღებულია - 22.06.2016, №5438);
    გ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
    დ) მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;
    ე) მოსამართლისა;
    ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  39

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.
42. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.
5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:
    ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
    ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
    გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
    დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
    ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  39

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  39

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;
    თ) იმ პირისა, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;
    ი) საარჩევნო კომისიის წევრისა;
    კ) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;
    ლ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;
    მ) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა;
    ნ) იმ პირისა, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
    ო) იმ პირისა, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.
41. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:
    ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;