Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 35 კოლექტიურ სამაშველო საშუალებაზე, სამაშველო კატარღაზე და სწრაფმავალ სამაშველო კატარღაზე მუშაობისთვის მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატები. 1. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს პასუხისმგებლობა კოლექტიური სამაშველო საშუალების მართვაზე, აგრეთვე პირს, რომელსაც სურს გახდეს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე ან მექანიკოსი, უნდა ჰქონდეთ კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის, გარდა სწრაფმავალი სამაშველო ნავისა, მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) მას აქვს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი; ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 35 გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-7−მე-10 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 4. STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიური სამაშველო საშუალების, სამაშველო კატარღისა და სწრაფმავალი სამაშველო კატარღის მართვაში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/2-1 და A-VI/2-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი. |