FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  87

ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისო ბიექტსა და მილსადენზე დაშვება.
1. ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტსა და მილსადენზე დაშვების ორგანიზებისთვის გამოიყენება შეთანხმებული ან/და რეგულირებული დაშვების პროცედურა, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.
2. კომისია განსაზღვრავს და აქვეყნებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტსა და მილსადენზე დაშვების პროცედურა. აღნიშნული პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.
3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას, ბუნებრივი გაზის საცავის რომელი ობიექტი ან მისი ნაწილია შეთავაზებული დაშვების სხვადასხვა პროცედურით, ხოლო ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი − გაზის შენახვისთვის გამოყენებული სისტემის რა ნაწილია შეთავაზებული დაშვების სხვადასხვა პროცედურით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  87

4. შეთანხმებული  დაშვების  შემთხვევაში  კომისია  იღებს  ყველა  საჭირო ზომას, რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით შენახვის ობიექტებსა და მილსადენთან დაშვებაზე, თუ ეს ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. მხარეები ვალდებული არიან ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი  გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვებასთან, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებასთან დაშვებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  87

5. ბუნებრივი გაზის შესანახად ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენზე, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებაზე დაშვების მიზნით ხელშეკრულების პირობები თანხმდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოსთან. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო აქვეყნებენ და საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, აახლებენ იმ არსებით კომერციულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავში ან მილში შენახვას და სხვა დამხმარე მომსახურების გამოყენებას. ასეთი არსებითი კომერციული პირობების შემუშავებისას ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო უზრუნველყოფენ კონსულტაციას სისტემით მოსარგებლეებთან.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  87

6. რეგულირებული დაშვების შემთხვევაში  კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა  ურთიერთდაკავშირებული  სისტემის  ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვების,  აგრეთვე სხვა დამხმარე  მომსახურებასთან დაშვების უფლება  გამოქვეყნებულ  ტარიფებზე ან/და ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისა და მილსადენის გამოყენების სხვა პირობებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით,  თუ  ეს  ტექნიკურად  ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. ტარიფების გაანგარიშებისას ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავებისას კომისია უზრუნველყოფს ამ სისტემით მოსარგებლეებთან კონსულტაციის გავლას. საბოლოო მომხმარებლის დაშვების  უფლება  ხორციელდება  მისი შესაძლებლობით, დადოს მიწოდების ხელშეკრულება იმ კონკურენტულ ბუნებრივი გაზის საწარმოსთან, რომელიც არ არის აღნიშნული სისტემის მესაკუთრე ან/და  სისტემის ოპერატორი ან დაკავშირებული საწარმო.