Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 11 1. მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება: ა) გადადგომისას; ბ) გარდაცვალებისას; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; დ) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას; ე) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას; ვ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებისთანავე. |