FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  264

კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა.
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.
3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  264

[1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.
3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  264

5. კონვენციის I დანართში შეტანილი ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის სახეობის ნიმუშით, რომელიც ტყვეობაში გამრავლებულია კომერციული მიზნით, და კონვენციის I დანართში შეტანილი ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშით, რომელიც ხელოვნურად მოშენებულია კომერციული მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის   კანონი №935  –  ვებგვერდი, 07.07.2025წ.