FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

მეწარმეთა შესახებ

article  5

ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობას და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს, თუ ეს საკითხები ამ კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილებას;
    თ) ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გავალისწინებული ერთობლივი წარმომადგენლობისგან განსხვავებული ფორმის წარმომადგენლობის არსებობის შემთხვევაში − მის აღწერას.
3. თუ დამფუძნებლების მიერ შემუშავებული წესდება არ არსებობს, სტანდარტული წესდება მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად.
4. კომანდიტური საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პარტნიორია კომანდიტი, და ინფორმაციას მისი შენატანის ოდენობის შესახებ.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მეწარმეთა შესახებ

article  5

ა) იმ წილების ოდენობას, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ სამეწარმეო საზოგადოებას საზღაური (განთავსებული წილი), აგრეთვე კაპიტალში პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობას. ისინი გამოხატული უნდა იყოს პროცენტებით და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს;
    ბ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი);
    გ) არსებობის შემთხვევაში − დაფუძნების მომენტისთვის გამოშვებული წილების ოდენობას, აგრეთვე  ინფორმაციას მათი განთავსების შემთხვევაში კაპიტალში პარტნიორთა არსებული წილებისა და პროცენტული მონაწილეობის ხელახალი გადანაწილების თაობაზე;
    დ) არსებობის შემთხვევაში − წილების ნომინალურ ღირებულებას;
    ე) სპეციალურ პირობას, რომელიც ზღუდავს წილების გასხვისებას, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში;
    ვ) ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას თითოეული კლასის წილთან მიმართებით.
6. სააქციო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მეწარმეთა შესახებ

article  5

ა) სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობას;
    ბ) კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი), აგრეთვე აქციების ნომინალურ ღირებულებას (არსებობის შემთხვევაში);
    გ) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული აქციების ნომინალურ ღირებულებას (არსებობის შემთხვევაში) და მათ ოდენობას, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე განთავსებული აქციების შემთხვევაში − მათ ოდენობას;
    დ) სპეციალურ პირობას, რომელიც ზღუდავს აქციების გასხვისებას, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში;
    ე) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას თითოეული კლასის აქციასთან მიმართებით;
    ვ) სააქციო საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის განაღდებული ნაწილის (განაღდებული კაპიტალი) ოდენობას;
    ზ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების ნომინალურ ღირებულებას, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე გამოშვებული აქციების შემთხვევაში − მათ ოდენობას, შენატანის სახეს და შენატანისთვის ვალდებული პირის სახელს/სახელწოდებას;
მეწარმეთა შესახებ

article  5

სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება.
1. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას და ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს.
2. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას;
    ბ) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს;
    გ) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს − სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია − მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
    დ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია;
    ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ვადას;
    ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს;
მეწარმეთა შესახებ

article  5

თ) სააქციო საზოგადოების დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ იმ არსებულ ან სავარაუდო ხარჯებს, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა გაიღოს;
    ი) დაფუძნებასთან, აგრეთვე ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაში მონაწილე პირთა მიერ სააქციო საზოგადოებისგან მიღებულ ან მისაღებ ეკონომიკურ სარგებელს.
7. კოოპერატივის სადამფუძნებლო შეთანხმება დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პაის ნომინალური ღირებულების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების/ინფორმაციის ცვლილება მოითხოვს გადაწყვეტილების წესდების ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობით მიღებას.
9. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში სანოტარო მოქმედებების შესრულების დროს პირის იდენტიფიკაციისთვის.
10. მეწარმის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე.