Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 63 იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი. 1. საბაჟო ორგანო იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის, მისი განაკვეთისა და კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით გაიანგარიშებს გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობას, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საბაჟო ორგანომ შეიძლება მიიღოს დეკლარანტის მიერ გაანგარიშებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, გარდა ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. იმპორტის გადასახადი გადაიხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა. |