FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  13057

ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;
    ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;
    გ) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი;
    დ) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით/სარჩელით არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
    ე) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე და მეურვეობას ეს პირი ან ორგანო რეალურად ახორციელებდა ინდივიდუალურად ან ისინი ახორციელებდნენ ერთობლივად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი  სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა გადაადგილებამდე/დაკავებამდე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  13057

ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − უფლება, რომელიც გულისხმობს ბავშვთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის, განსაზღვრული დროით ბავშვის ისეთ ადგილას წაყვანას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;
    ზ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე, და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  13057

თ) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება.