FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) პერსონალი – აღმზრდელი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;
    ბ) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევებისა და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებულ ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობა;
    გ) ლიცენზიის მაძიებელი − სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;
    დ) ლიცენზიის მფლობელი − პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება;
    ე) ფილიალი − ლიცენზიის მფლობელის მიერ ადმინისტრირებადი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტი; ვ) ლიცენზიის გამცემი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) შესაბამისი სამსახური, რომელიც გასცემს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას.