Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 552 პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდები და მათი ემიტენტები. 1. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე განთავსდა ან/და შეთავაზებულ იქნა, არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი (პრივატიზებული საწარმო) არ მიიჩნევა ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ანგარიშვალდებულ საწარმოზე არ ვრცელდება, თუ: ა) მას ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად აქვს დამტკიცებული; ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა, აკმაყოფილებს პირველი კატეგორიის საწარმოსთვის ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 552 მუხლი 55-1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა. 5. ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ. |