Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 150 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა. 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, იმართება 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თვითმმართველ ქალაქებსა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში. 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები. 3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. |