Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 501 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი. 1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად. 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების შესახებ, თუ არსებობს: ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსი; ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება სხვა პირს, გარდა ამ კანონის 52-1 მუხლით დადგენილი წესით. 3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს კომისია ანიჭებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდს ლიცენზიის მოქმედების ვადით. |